LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საელჩოს ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ: პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი

138
პარლამენტი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზეც მას პასუხი არ მიუღია –  რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში.

„წერილი არათუ გუშინ, არამედ, დღესაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრიფინგის დროსაც კი არ იყო პარლამენტში შემოსული.

საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოში უკრაინის საელჩო მომავალში თავიდან აიცილებს მსგავს გაუგებრობას.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ყოველთვის ღია და მზად არის საელჩოსთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის.

აქვე, გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები