LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რადამ იარაღის თავისუფალი ტარების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

86
1

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის სამოქალაქო უფლების შესახებ.

Unian-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში რეგისტრირებული 352 დეპუტატიდან მხარი 274-მა დაუჭირა.

მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებს, ასევე ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირებს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილების და სამხედრო აღკაზმულობის შეძენა, შენახვა და თავდაცვის მიზნით გამოყენების შესაძლებლობა უმარტივდებათ.

კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრების ცნება და მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესახებ დოკუმენტების მოპოვების პირობები და პროცედურა.

შემოდის იარაღის მფლობელის მოწმობა – დოკუმენტი დადგენილი ფორმის იარაღის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს, გამოიყენოს და განკარგოს მასში მითითებული შესაბამისი კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

კანონპროექტის მიხედვით, გამარტივდება იარაღის რეგისტრაცია, შეიქმნება ერთიანი სისტემა, რომელიც გასცემს იარაღის მფლობელობის უფლებას. თუმცა, განისაზღვრება პირობებიც, რომლის დაკმაყოფილებაც მათ მოუწევთ. ამასთან გამკაცრდება სასჯელი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები