LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრეზიდენტს უწევს, გაიწვიოს ელჩი კონსულტაციებისთვის, რომ გაარკვიოს, საქართველო ამ ომში რუსეთის მხარეს დგას, თუ უკრაინის: ბოკუჩავა

62
თინა ბოკუჩავა

უკრაინის პრეზიდენტის მიერ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ეხმიანება.

ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოსთვის სამარცხვინოდ, საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის პრეზიდენტს უწევს, ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიოს, იმისთვის, რომ გაარკვიოს, საქართველო ამ ომში რუსეთის მხარეს დგას, თუ უკრაინის მხარეს:

“ახლა, როდესაც პრაქტიკულად, მთელი ცივილიზებული სამყარო იარაღს აწვდის უკრაინას იმისთვის, რომ გაზარდოს მისი თავდაცვისუნარიანობა, გერმანია ამისთვის კონსტიტუციას ცვლის, ევროკავშირი პირველად საკუთარ ისტორიაში აკეთებს ამას. საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობის ფონზე, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ, რომ მოხალისეებად წავიდნენ უკრაინაში და გვერდში დაუდგნენ უკრაინელ ხალხს, მათ შორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ძალისხმევას ბლოკავს საქართველოს ხელისუფლება, რამაც აღშფოთება გამოიწვია უკრაინული მხარის და თქვენ ნახავდით, მათ შორის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს აღნიშნულთან დაკავშირებით და ახლა უკვე როგორც ჩანს, მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინოდ, საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის პრეზიდენტს უწევს, რომ გაიწვიოს ელჩი კონსულტაციებისთვის, იმისთვის რომ გაარკვიოს, ბოლო-ბოლო საქართველო ამ ომში რუსეთის მხარეს დგას, თუ უკრაინის მხარეს? ძალიან სამწუხაროა, რომ ამ განცხადებებით და მოქმედებებით, “ქართული ოცნება” ბოროტების, რუსეთის მხარეს იკავებს”, – თქვა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ხელი შეუშალა, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე “ამორალური პოზიცია” ჰქონდა.

საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ყირგიზეთში უკრაინის ელჩიც გაიწვია.

კობახიძე: მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს – ამას არ გავაკეთებთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები