LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ომს საკვების გლობალურ მარაგებსა და ღირებულებაზე შოკისმომგვრელი ეფექტი ექნება – BBC

139
_123565445_gettyimages-1238855471

უკრაინის ომს საკვების გლობალურ მარაგებსა და ღირებულებაზე შოკისმომგვრელი ეფექტები ექნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომელიც მსოფლიოში სასუქის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელს ესაუბრა.

კომპანია Yara International, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, სასუქის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის მნიშვნელოვან წილს რუსეთიდან ყიდულობს.

კომპანიის უფროსი, სვეინ ტორ ჰოლსეთერი ამბობს, რომ სასუქის ფასები, გაზის საბითუმო ფასების გაზრდის გამო, უკვე ისედაც მაღალი იყო, ვითარება კი შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. მისი განმარტებით, რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს მასშტაბით სოფლის მეურნეობისა და სურსათის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლები არიან.

„რუსეთი, ამასთან, ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებს სასუქების ძირითად ინგრედიენტებს —კალიუმსა და ფოსფატს, რომლებიც მცენარეებისა და მარცვლეული კულტურების ზრდას უწყობს ხელს. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი საკვებს სასუქების შედეგად იღებს… და თუ მიწა ვერ განაყოფიერდება, მოსავლიანობა 50%-ით შემცირდება, ჩემთვის კითხვა ის კი არ არის, დაიწყება თუ არა გლობალური სასურსათო კრიზისი, არამედ ის, თუ რამდენად დიდი იქნება ეს კრიზისი” – ამბობს სვეინ ტორ ჰოლსეთერი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ სასუქების ექსპორტის შეჩერება ფერმერებისთვის ხარჯებს გაზრდის და მოსავალს შეამცირებს. ამასთან, ამან საკვებზე ფასები კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაზარდოს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები