LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო კრიზისი გააღვივა: გუტიერეში

77
ანტონიო გუტიერეში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმმა გლობალურ სასურსათო კრისიზსს ხელი შეუწყო.

გუტიერეშის თქმით თუ ომი არ შეჩერდება კრიზისი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

მისი თქმით, ის, რაც შეიძლება არსებულ სიტუაციას მოჰყვეს, ”არასრულფასოვანი კვება და მასობრივი შიმშილია და კრიზისი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს”.

ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ გაერო-ს შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ ომის შედეგად გამოწვეული მარცვლეულისა და სასუქის დეფიციტის, ტემპერატურის დათბობისა და პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემების გამო, „ათობით მილიონ ადამიანს სასურსათო დაუცველობა ემუქრება“.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სურსათის ექსპორტის ნორმალურ დონეზე აღდგენის მიზნით ის ინტენსიურ კონტაქტში იმყოფება რუსეთთან და უკრაინასთან, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები