უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები სახელობითი იარაღით დაასაჩუქრეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი რამდენიმე ფეხბურთელმა და ნაკრების მწვრთნელმა მიხეილ ფომენკომ ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის დაიმსახურა.
იარაღი ფეხბურთელებს თავად ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ დაურიგა.
შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინის ნაკრებისთვის ისტორიული მომენტია, რადგან ასეთ წარმატებას მან პირველად მიაღწია, თუმცა უკრაინას მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია და თან ძალიან წარმატებითაც.