ის რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესების ლობირება დამოუკიდებლად დაიწყოს, ეს ბუნებრივია, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, გამოცემა Euractiv-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსზე, საქართველოსა და მოლდოვას დამოუკიდებლად მუშაობს.
“სამწუხაროდ გამორიცხული არაფერია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი არ გაგვიკეთებია იმისთვის, რომ იმ თანრიგში ვყოფილიყავით, რაშიც უკრაინელები, აწმყოში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო.” – აცხადებს ხვიჩია.
მისი თქმით, სრულიად ბუნებრივია, ნებისმიერმა ქვეყანამ ულობიროს საკუთარ ინტერესებს, მაშინ როდესაც ხვდება, რომ მისი პარტნიორები არ არიან სათანადო ფორმაში და არც უნდათ რომ იყვნენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით მისი პოლიტიკური ძალა ყველანაირ რესურსს იყენებს ევროპელი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ ქართული ოცნების ქმედებების გამო ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დაბრკოლება არ უნდა შეექმნას და საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.