LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ: საქართველოს რკინიგზა

113
მატარებელი

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.

როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, მსურველები ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები