Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაის თანაინიცირებაზე უარი ოპოზიციის მხრიდან წინასწარ დაგეგმული პროვოკაციაა: ანრი ოხანაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაის თანაინიცირებაზე უარი ოპოზიციის მხრიდან წინასწარ დაგეგმული პროვოკაციაა: ანრი ოხანაშვილი

53
ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”.

“ამაზე მეტყველებს „ბოტების“, „ტროლების“, ფიზიკური პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ვიხილეთ. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის სწორი და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს,” – აცხადებს ოხანაშვილი

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის დოკუმენტი სწორია და გათვალისწინებულია საერთაშორისო პარტნიორების რჩევები.

“რა კითხვები აქვთ ოპონენტებს – თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რეზოლუციაში მხარდაჭერა ჩადებულია; თუ საუბარია, რომ ჩვენ რაიმე ტიპის ესკალაცია უნდა დავგმოთ, ესეც არის ამ ტექსტში. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანია, რომელიც ორიენტირებული იყო არა მართლა იმაზე, რომ ვინმეს რეზოლუციის მიღების ინტერესი ჰქონოდა და იმაზე, რომ უკრანელი ხალხისთვის სოლიდარობა ერთდროულად გამოგვეცხადებინა, არამედ პიარ კამპანიაზე გათვლილი სტარტეგიაა. ამაზე მეტყველებს „ბოტების“, „ტროლების“, ფიზიკური პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ვიხილეთ. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის სწორი და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს მეგობარი ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას და აღნიშვნას, რომ დაუშვებელია ესკალაცია. ვითვალისწინებთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, გვაქვს კონსულტაციები და როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, ვითვალისწინებთ კონკრეტულ რჩევებს”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.

რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.