LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის მხარდაჭერისთვის“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა 

1713
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის 4 სექტემბრით თარიღდება, აღნიშნულია, რომ ნინო ქათამაძეს პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენი სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის – უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისა და მსოფლიოში უკრაინის პოპულარიზაციისთვის“ გადაეცემა.

„გილოცავთ! გმადლობთ მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, შთაგონებას და ახალ მიღწევებს!“ – წერია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

 

Указом Президента України №556/2023 від 4 вересня 2023 року за вагомий особистий внесок у зміцнення міждержавного…

Posted by Посольство України в Грузії / უკრაინის საელჩო საქართველოში on სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2023

 

ნინო ქათამაძის ფონდი უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს დაეხმარება: „ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დევნილობა…“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები