LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდაჭერის გამო, 84 წლის ლია ახეჯაკოვა თეატრიდან გაათავისუფლეს, სადაც მან 50 წელი იმუშავა

147
ლია-ახეჯაკოვა

ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ რუსეთში სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყეს. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარული მსახიობი რუსული თეატრიდან „სოვრემენიკიდან“ გაათავისუფლეს, სადაც მან 50 წელიწადი იმუშავა.

,,ბრძანებაა, რომ სპექტაკლებში ყველგან მოხსნილი ვარ, დირექტორმა წინასწარ გამაფრთხილა. ეს დამიდასტურა კულტურის დეპარტამენტმაც. მესმის ახლა არაფრის გაკეთება არ შეიძლება, უბრალოდ ვზივარ და ვტირი“ –  აცხადებს მსახიობი.

მიზეზი ახეჯაკოვას ღია პოლიტიკური განცხადებებია, რომლითაც ის მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და გმობს რუსულ აგრესიას.

„ლია ახეჯაკოვა საშუალო დონის, მეორეხარისხოვანი მსახიობია“ –  რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი მიხაილ შახნაზაროვი

„ახეჯაკოვაა დებილი და დაბოლილი და დიუჟევია პატრიოტი?“ – ალექსეი პანინის ემოციური ინტერვიუ

უკრაინის მხარდაჭერის გამო, ლია ახეჯაკოვას რუსმა მაყურებელმა სახეში წიწაკის სპრეი შეასხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები