LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

54
მოლდოვა

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული ერთ-ერთი რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ნასლავჩიში ჩამოვარდა.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მსხვერპლი არ არის.

ცნობისთვის, დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქების ენერგოობიექტებზე. მოლდოვას უკრაინის ჩერნოვიცკის ოლქი ესაზღვრება.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მასირებული დარტყმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაშია – რუსები მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ

„როდესაც თავისუფლებას სადღაც ამცირებენ, ის მთელი კაცობრიობისთვის მცირდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები