LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები

64
Untitled design (1)

დღეს დილით კიევში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმა სხვადასხვა ქალაქში განხორციელდა. 

მედია: კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბომბება ხარკოვიც. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„მტერი ხარკოვს უტევს. ქალაქში აფეთქებებია. თავს გაუფრთხილდით და დარჩით თავშესაფრებში“, – წერს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სარაკეტო თავდასხმები განმეორდეს.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც.

როგორც ოლქის გუბერნატორი ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს, იერიშის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ სლავიანსკიზეც.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მტრის სამიზნე საცხოვრებელი უბნები იყო, შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.

რაც შეეხება კიევის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვს, ცოტა ხნის წინ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა. 

უკრაინის შს-თა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, კიევზე დღეს დილით განხორციელებული შეტევისას, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 დაიჭრა.

ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალების ინფორმაციით, დედაქალაქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.

ზელენსკი: უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება. რაკეტები ცვივა. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები