LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა – ექსპორტი 3 პორტიდან განხორციელდება

129
wdw7aed2ym3o5z2

უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. შეთანხმებას უკრაინის მხრიდან ხელი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდ კუბრაკოვმა მოაწერა, თურქეთის მხრიდან – თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, გაეროს კი გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში წარმოადგენდა.

დოკუმენტს დღეს თურქეთთან და გაეროსთან ხელს რუსეთიც მოაწერს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის დოკუმენტის ხელმოწერა არ იქნება.

მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინული დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ექსპორტის სამი პორტის საშუალებით განხორციელებას გაითვალისწინებს. „ექსპორტი განხორციელდება სამი პორტით: ოდესის, პივდენისა, და ჩერნომორსკის პორტებით“, – განაცხადა რუსტემ უმეროვიმ. მისი თქმით, შემუშავებულია უსაფრთხო მარშრუტები და ყველა გემმა ამ მარშრუტებით უნდა იმოძრაოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები