LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე მოხელემ საქართველოს საქმიანობაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს“ – არჩილ გამზარდია

248
1643008522-archil-gamzardia-900x570

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც გამზარდია წერს, სტრესის მიუხედავად, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა საქართველოს საქმიანობაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავონ.

„განსაკუთრებულად სტრესული გარემოს მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე მოხელემ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებებისას, რადგან ზოგიერთი განცხადება საქართველოს მოსახლეობას კი არ განაწყობს ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ უფრო მეტად უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ.

აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან რა ფორმით იურთიერთებს საქართველოს ცენტრალური ნაწილი და ხელისუფლება, ეს არცერთი სხვა ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის, რა გინდ ახლობელი სახელმწიფოები ან ხელისუფლებები იყვნენ.

ჩვენ გვაქვს განცხადებული მშვიდობიანი რეინტეგრაციის პროცესი, რადგან აფხაზეთში და სამაჩაბლოში არსებული მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც 1991 წლამდე ცხოვრობდა იქ, ისეთივე ჩვენი თანამოქალაქეები არიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და საქართველო მათ განდევნას კი არა, თავის ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.

ამიტომ, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე მოხელემ, მიუხედავად მათი უმძიმესი ყოფისა, სტრესისა, მდგომარეობისა, საქართველოს საქმიანობაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს“, – წერს გამზარდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები