LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტსა და კრამატორსკში მტერი უკან გავაბრუნეთ

79
Untitled design (13)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიმდინარე ომის 153-ე დღეს, საომარი ვითარების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც შტაბის შემაჯამებელ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინელმა მებრძოლებმა რუსების იერიში რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს და მტერს უკან დაახევინეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ბელარუსის სახმელეთო და საჰაერო სივრციდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება.

“სივერსკის მიმართულებით მტერმა რეაქტიული არტილერიით დაბომბა ჩერნიგოვის ოლქის ხრინივკას და სუმის ოლქის რაიონები.

გრძელდება საბრძოლო მოქმედებები სლობოჟანსკის მიმართულებით, რათა მტერმა ჩვენი ჯარების წინსვლა შეაჩეროს.

სლავიანსკის მიმართულებით მტერმა დაბომბა რამდენიმე რაიონი.

კრამატორსკის მიმართულებით, ასევე მძიმე არტილერიით დაიბომბა რამდენიმე რეგიონი. რუსებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს სპირნისა და სერებრიანკას მახლობლად.

ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები სპირნისა და ეროვნული პარკის “სვიატი ჰორას” რაიონებში და მტერი უკან დაიხია.

ბახმუტის მიმართულებით, ბრესტოვის და სემირის რაიონებში თავდასხმის მცდელობა დასრულდა დანაკარგებით და მტრის უკან დახევით.

კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს.

ამავე დროს, ოკუპანტები კვლავ განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს უკრაინელ ჯარისკაცებთან ბრძოლაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები