საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.
როგორც განჩინებაში ვკითხუოლობთ, სინოდის სხდომაზე ილია II -მ ისაუბრა უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ და გულისტკივილი გამოთქვა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის არასებული დაძაბული მდგომარეობის გამო.
“მისმა უწმიდესობამ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ, მართალია, კრიზისი ამ ეტაპზე გაღრმავებულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ ღვთის შეწევნით, პრობლემები გადაილახება და ეკლესიებს შორის ძმური ერთობა აღდგება, რომ ადრეც მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალი განსაცდელი ყოფილა და იგი უფლის მოწყალებით დაძლეულა” – ვკითხულობთ განჩინებაში.