უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის მოკვლა სცადეს.
ამის შესახებ ბუდანოვმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში თქვა. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია საჯარო არაა, თუმცა ასეთი შემთხვევა „ნამდვილად მოხდა“.
„იყო პუტინის მკვლელობის მცდელობები… არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ამბობენ, კავკასიის წარმომადგენლების მეშვეობით იყო მკვლელობის მცდელობა. ეს საჯარო ინფორმაცია არაა. მცდელობა სრულიად წარუმატებელი იყო, მაგრამ ასეთი შემთხვევა იყო, დაახლოებით ორი თვის წინ.“– თქვა კირილ ბუდანოვმა.