LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა – პრემიერი

baxtaze

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას.

სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

მამუკა ბახტაძემ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები