Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უკრაინიდან საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით 24 წლის ქალი დააკავეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით 24 წლის ქალი დააკავეს

1549185953-aeroporti-narkotiki-2-1024x576

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ე.წ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებული ქალისგან 158 შეკვრადდაფასოებული „მეტადონის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები