რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინიდან რუსეთში იძულებით წასული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების შემოღებას ითვალისწინებს.
განკარგულების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც 18 თებერვლიდან იძულებით მოუწიათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება და რუსეთში წასვლა, თვეში 10 000 რუბლის ($170) ოდენობის პენსია დაენიშნებათ.
პენსიის მიღებას შეეძლებათ უკრაინისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეებს.