LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და რუს ოკუპანტებს უკან დაახევინეს: არესტოვიჩი

32
უკრაინელი სამხედროები

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და რუს ოკუპანტებს უკან დაახევინეს.

არესტოვიჩი ვერ აკონკრეტებს ფრონტის რომელ მონაკვეთზე განდევნეს რუსები, რადგან ინფორმაცია გენერალურ შტაბს ჯერ არ გამოუცხადებია.

„სვატოვოს მიდამოში გარკვეული წინსვლა იყო, რუსული შენაერთები ცდილობდნენ კონტრშეტევას. კონტრშეტევა ბახმუტთან ჩვენმა ჯარებმა მოაწყვეს, რუსებმა კი უკან დაიხიეს. ფრონტის რომელ მონაკვეთზე განდევნეს რუსები ვერ ვიტყვი, რადგან გენერალურ შტაბს ჯერ არ გამოუცხადებია“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები