სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას პორტრეტს, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა დახატა.
როგორც გიგა მაქარაშვილი წერს, უკრაინელ არტისტს ჯაბა ხოფერიას დახატვა თავად სთხოვა:
„მოუშუშებელ ტკივილთა შორის ერთ-ერთი, ჯაბა ხოფერიას ამბავიცაა.
უკრაინელ არტისტს, Olga Wilson-ს, რომელიც ომის მხატვრად იქცა, ვთხოვე, ჩვენი გოლიათი ბიჭიც დაეხატა.
ნახატი დღეს დილით მივიღე. ზუსტად ისეთი დაუხატავს, როგორიც იყო.გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით.
არჩილ ხოფერია, მადლობა. დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინის ომში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ის გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა.