ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ.
ინფოტურის ფარგლებში უკრაინული ტურისტული კომპანიებისა და მედიის 11-მა წარმომადგენელმა მცხეთა, ანანური, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი და თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერა. ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა და სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
„სამომავლო თანამშრომლობის და ტურების დაგეგმვის მიზნით უკრაინული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. სტუმრების განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით. ინფოტური საქართველოში ავიაკომპანიის Yan Air მხარდაჭერით გაიმართა. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს უკრაინიდან 193 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 2016 წელთან შედარებით 10.4 %-ით მეტია“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.