უკრაინელმა მომღერალმა, ჯამალამ აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსგან ჯილდო მიიღო, – ამის შესახებ დაჯილდოებული მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. ჯამალა უკრაინაში რუსეთის შეჭრისას ქვეყნის კულტურისა და იდენტობის დაცვისთვის დაჯილდოვდა.
“პრემია მივიღე ყველა უკრაინელი არტისტის სახელით, ვინც ხმას იღებს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და საერთო პატარა გამარჯვებები. ჩვენი საერთო მიზანია თავიდან ავიცილოთ ომი, რომელიც კლავს და ასახიჩრებს”, – წერს მომღერალი.