LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ

69
Untitled

უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა.

„იყო უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, ისინი პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ფაქტობრივად, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეს ადამიანები გაეთავისუფლებინა. წინ ამას უძღოდა ის, რომ მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს შეწყალება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს, უკვე იძულებული გახდა ქართული მხარე, რომ სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც ლუსტრაცია და მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში ციხეში უკანონოდ იყო“, – განაცხადა ბასიალიამ „მთავართან“ საუბარში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები