LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ექსპერტები მინდელის მაღაროს საქმის შესწავლაში შემაფერხებელ გარემოებებზე საუბრობენ

79

ტყიბულში, მინდელის მაღაროში ადმინისტრაციამ უკრაინელ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინელი ექსპერტის თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც დღეს ნახეს დასკვნის დასადებად არასაკმარისია.

“ჩვენ გვიდოდა ამ ხალხთან გასაუბრება, თუმცა კვლავ გვეუბნებიან, რომ პოლიციამ ისინი უკვე გამოკითხა. ასევე კარგი იქნებოდა გვენახა სამედიცინო ექსპერტიზა. ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ფილტვებში CO, აღენიშნებოდათ თუ არა დამწვრობა, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით.

მიზეზად დაგვისახელეს, რომ პოლიციას წაღებული აქვს მასალები და აწარმოებს გამოძიებას. უკრაინის კანონებითაც პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ საკითხებს, პოლიციას ვერ ეცოდინება დაზუსტებით ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

განვაგრძობთ მუშაობას, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა შეგვიძლია”, – აცხადებს უკრაინელი ექსპერტი კაროლ ვესლავანიჩი. 

ამასთან, უკრაინელი ექსპერტები, ტყიბულის მაღაროში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ თქვა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, შახტი დაკეტილია, რადგან ვარაუდობენ, რომ იქ გაზი დაგროვდა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ უბნის ნაწილი დაკეტილია, თუმცა სადამდეც შესაძლებელია ხვალ უკრაინელ ექსპერტებს მიიყვანენ.

 

უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტის ადმინისტრაციას დღეს შეხვდნენ. ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები