LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა: BBC

180
755898736224711

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი, ძებნილთა სიაში შეიყვანა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მარტის თვეში გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით ღაძრა.

გორდონს ბრალად ედება ომის დაწყების საჯარო მოწოდებები, ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივება და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

საგამოძიებო კომიტეტმა, განაცხადა, რომ გორდონმა უკრაინული ტელეარხის ეთერში მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და გაავრცელა “განზრახ ცრუ ინფორმაცია” სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისა და საარტილერიო დაბომბვის შესახებ რუსული არმიის მიერ.

„ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა მივიღე რუსეთიდან. ეს ნიშნავს, რომ მე პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას“, – თქვა გორდონმა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები