LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებს ჩვენი ვალი აქვთ: ქართულ გზაზე მომუშავე კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტა იგეგმება

99

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მომუშავე უკრაინულ კომპანიასთან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, შესაძლოა, კონტრაქტი გაწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიასთან დავა დავალიანების გამო მიმდინარეობს.

„უკრაინული კომპანია მუშაობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე და იქ არის დავალიანების პრობლემა, ამ კომპანიასთან ვდავობთ და შეიძლება კონტრაქტიც გავუწყვიტოთ. მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინულმა კომპანიამ Road Building ALTCOM სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 2014 წელს გაიმარჯვა. უკრაინული კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტი იყო. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები