LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, დონბასი უნდა დატოვონ და რუსეთში გადავიდნენ… ეს არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია: ვოლოდიმირ ზელენსკი

72
ვოლოდიმირ ზელენსკი

ოკუპირებული დონბასის იმ მაცხოვრებლებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, უკრაინა უნდა დატოვონ და რუსეთში გადავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, თუ ცხოვრობთ ოკუპირებულ დონბასში და თუ ფიქრობთ, რომ „რუსეთთან უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ რუსები,“ დონბასში დარჩენა, დიდი შეცდომაა. ეს არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია, არასდროს.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს იქნება ოკუპირებული. ამიტომ, თუ თავს რუსად თვლი, დროა, შენი შვილებისა და შვილიშვილების გამო, წახვიდე და ადგილი რუსეთში ეძებო,“ – განაცხადა ზელენსკიმ ტელეკომპანია „Дом“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ისინი, ვინც თავს უკრაინელებად თვლიან და პატივს სცემენ უკრაინის დროშას, დონბასში უნდა დარჩნენ.

„თუკი თავს უკრაინელად თვლი, პატივს სცემ უკრაინის დროშასა და უკრაინულ ენას, დარჩი დონბასში. ამ მიწის დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება,“ – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები