LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ხერსონის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან – უკრაინული მედია

66
ხერსონი

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, საკუთარ პოზიციებს ტოვებს და გარბის.

როგორც გამოცემა „უნიანი“ იტყობინება, საუბარია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.

გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი უკვე გაარღვიეს და რუსულ პოზიციებს ტანკების, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები