უკრაინელები კონტრშეტევით თანდათან წინ მიიწევენ და მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„საბოლოოდ, რთული და მკაცრი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე სარდლობაზე. რასაც ვხედავთ არის ის, რომ უკრაინელებმა ისევ და ისევ გადააჭარბეს მოლოდინს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ ვურჩევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
“Ukrainians have exceeded expectations again & again,” says NATO head @jensstoltenberg, as the slow pace of the counteroffensive prompts concern from some allies. “We need to trust them. We advise, we help, we support. But… it is the Ukrainians that have to make those decisions” pic.twitter.com/kvwnikZgcm
— Christiane Amanpour (@amanpour) August 30, 2023