LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია მკვეთრად შერბილდა: პოდოლიაკი

210
11

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა.

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მოლაპარაკებებში პოზიცია მკვეთრად შეარბილა. 

“უნიანის” ინფორმაციით, ამის შესახებ პოდოლიაკმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მოლაპარაკებები უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების გამოყენებით მიმდინარეობს და კონკრეტულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე ბევრი ჯგუფი მუშაობს.

როგორც უკრაინული მედია წერს, მიხაილ პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ რუსეთმა მოახდინა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რათა ულტიმატუმი წაეყენებინა.

“მათ კარგად იციან, რა სირთულეები ხვდებათ. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რიგით მეორე ყველაზე ძლევამოსილი არმია იძულებული გახდა დახმარება ეთხოვა ჩინეთისთვის, ბელარუსისთვის, ყაზახეთისა და ყირგიზეთისთვის.

რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია უკრაინამ, რომელიც, სხვათა შორის, არასდროს ყოფილა სამხედრო სახელმწიფო. მითი – რუსეთის ძლიერებისა და პატივისცემის შესახებ, რომელიც არსებობდა, ახლახან დაინგრა”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში უკრაინა არ ეთანხმება კომპრომისებს, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის ინტერესებს:

“უკრაინის საზოგადოება ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის. ხალხი იღუპება ბრძოლის ველზე და ჩვენ მოვუსმენთ რუსეთის ფედერაციის პრეტენზიებს?”, – აღნიშნა პოდოლიაკმა და თქვა, რომ უკრაინა მზად არის, საკუთარი ძალებით ბოლომდე იბრძოლოს”, – თქვა მან.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესსა და რუსეთის პოზიციის შეცვლას, პოდოლიაკმა აღნიშნა:

“თავდაპირველად პირისპირ შეხვედრების სახით ვმუშაობდით, ახლა დისტანციურად ვმუშაობთ და უსაფრთხო, დახურული არხებით ვუკავშირდებით. მთავარი მომლაპარაკებლების გარდა, არის მრავალი ქვეჯგუფი, რომელიც ერთად მუშაობს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთის დელეგაცია მკვეთრად შერბილდა. ახლა ისინი უფრო ობიექტურად განსჯიან სამყაროს და  სწორად იქცევიან”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები