უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 651 საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, 3 780-მდე კი – ნაწილობრივ დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაზიანებული შენობების რაოდენობაზე უკვე არსებობს ანალიტიკა. 3780-მდე საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა, 651 კი – მთლიანად განადგურდა“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომან პრიმუშმა.
რომან პრიმუში განმარტავს, რომ აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ იმ ობიექტების შესახებ ასახავს ინფორმაციას, რომელსაც მაშველები თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გარეშე ამოწმებენ და არ ეხება იმ ტერიტორიებს, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ არის ოკუპირებული. ამიტომ, განადგურების მასშტაბები გაცილებით დიდია.
პრიმუშმა ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური უკვე ამუშავებს გეგმებს ქვეყანაში დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.