LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში პოლიტიკურ პირებს ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი უვადოდ ჩაუტარდებათ

120
უკრაინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა გავლენიან პოლიტიკოსთა ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგის ვადის ზრდის შესახებ კანონს.

ფრაქცია „ხმის“ დეპუტატის იაროსლავ ჟელეზნიაკის მიერ Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნებს თანამდებობის დატოვების შემდეგ ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი სამი წლის ნაცვლად მთელი ცხოვრების განმავლობაში უწყვეტად ჩაუტარდებათ.

ჟელეზნიაკის თქმით, კანონის დამტკიცებული ვერსია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის შესრულებად ჩაითვლება.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“ – წერს დეპუტატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები