LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

134
Untitled design (7)

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს.

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს რიცხვი წინა 27 წლის ჯამურ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 7 788 კომპანია დააფუძნეს, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით კი ეს რიცხვი 21 326-ია.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

?უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ

Posted by საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო on სამშაბათი, 25 ივლისი, 2023

 

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა იყიდეს – როგორია მონაცემები წელს