LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 70-80 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა – პენტაგონი

69
რუსებიიი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია.

„რუსები უზარმაზარ მსხვერპლს იღებენ. ომში ბევრი გაურკვევლობაა, თუმცა ვფიქრობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსებმა უკანასკნელი თითქმის 6 თვის განმმავლობაში დაკარგეს 70-80 ათასი ადამიანი. საუბარია საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაჭრილთა ერთობლიობაზე“, – აღნიშნა პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა.

მისივე თქმით, დანაკარგების რაოდენობა გასაოცარია რუსებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ვერ მიაღწიეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის მიერ დასახულ ვერცერთ მიზანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები