LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მომდევნო ოთხი კვირის ბრძოლა მთელი ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება: ნიუ-იორკ თაიმსი

130
Untitled design (1)

რა სცენარით ელიან რუსეთ-უკრაინის ომის განვითარებას – “უნიანი” წერს, რომ უკრაინაში მომდევნო ოთხი კვირის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება მთელი ევროპისთვის.

უკრაინული მედია ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიან გამოცემა ნიუ-იორკ თაიმსზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ამერიკულ მედიასაშუალებასთან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აცხადებენ, სწორედ მომდევნო ოთხი კვირა განსაზღვრავს რუსეთის ომის საბოლოო შედეგს უკრაინაში, გრძელვადიანი შედეგებით, რაც გავლენას მოახდენს ევროპის რუკაზე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

წყარო აღნიშნავს, რომ თუ უკრაინელმა მებრძოლებმა რუსები წარმატებით მოიგერიეს, პუტინი რთული არჩევანის წინაშე დადგება.

“თუ რუსეთი შეძლებს აღმოსავლეთისკენ გარღვევას, ოფიციალური პირების თქმით, პუტინს ექნება მეტი შანსი, საკუთარ ქვეყანაში წარმოაჩინოს თავისი ეგრეთ წოდებული “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, როგორც შეზღუდული წარმატება და თქვას, რომ მან უზრუნველყო უკრაინის პრორუსული უმცირესობის დაცვა”, – წერს მედიასაშუალება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები