LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მხოლოდ ლოცვებს არ ვაგზავნით, ვაწვდით იარაღსა და საბრძოლო მასალას: ავსტრალიის პრემიერი

168
AusTralia PM

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონი განცხადებით, ავსტრალია უკრაინაში Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას გაგზავნის.

მისი თქმით, ჯავშანმანქანებს უკრაინაში Boeing C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადაგზავნიან. ამასთან, ავსტრალიის პრემიერმა არ დააკონკრეტა, რამდენი ჯავშანმანქანა გაიგზავნება, ან როდის.

“ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, ვაგზავნით ჩვენს საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას” – განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ავსტრალიის პარლამენტს მიმართა და ავსტრალიური წარმოების Bushmaster-ის მანქანების მიწოდება ითხოვა.