უკრაინაში დღეიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა.
კარანტინი ქვეყანაში 8-დან 25 იანვრამდეა დაწესებული.
დღეიდან იხურება რესტორნები, კაფეები, ბარები და მაღაზიები, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქების გარდა. კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.
ამასთან, მუშაობა შეაჩერეს კინოთეატრებმა და თეატრებმა, სპორტ-დარბაზებმა და საცურაო აუზებმა.
დაიხურა სასწავლო დაწესებულებებიც, მხოლოდ საბავშვო ბაღები აგრძელებენ მუშაობას.
ასევე მუშაობას აგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.