LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე 4 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა: გაერო

77
ing (2)

15 ივნისის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 4 452 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

აღნიშნულ მონაცემებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს. 

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე ომის პერიოდში დაშავდა უკრაინის 5 531 მოქალაქე.

“დაღუპულთა შორის 1 712 მამაკაცია, 1 144 ქალი, 107 გოგონა და 106 ბიჭი, ასევე 67 ბავშვი და 1 316 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გაეროში აცხადებენ, მსხვერპლი და დაზიანება უმეტესად გამოწვეულია დიდ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო თავდასხმებით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

გაეროში მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაცია დაგვიანებულია ზოგიერთი ადგილიდან, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება და ინფორმაციას კვლავ დადასტურების პროცესშია.

ეს განსაკუთრებით ეხება მარიუპოლს, იზიუმს და პოპასნას, საიდანაც ვრცელდება ცნობები მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში