LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე 3 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა: გაერო

60
Untitled design

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, უკვე 3 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

განახლებულ მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR ) ავრცელებს. 

ანგარიში 24 თებერვლიდან 17 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს – ამ დროის განმავლობაში დაიღუპა 3 752 მშვიდობიანი მოქალაქე.

დაშავდა 4 062 ადამიანი.

როგორც გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსხვერპლი უმეტესად დაბომბვამ, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებმა გამოიწვია.

გაეროს მიერ გავრცელებული მონაცემებით: 

დაღუპული 3 752 ადამიანიდან 1 406 არის მამაკაცი; 927 – ქალი.

OHCHR-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

„თავზე იარაღი დამადეს, სამჯერ გასროლის ხმა გავიგე“ – HRW-ის ანგარიში რუსეთის დანაშაულებზე და ტყვეობას გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში