უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა.
ნიკოლოზ ახვლედიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს:
„ნიკოლოზ ახვლედიანი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის დაიღუპა“, – წერია ინფორმაციაში.
Ніколоз Ахвледіані – загинув, захищаючи територіальну цілісність, суверенітет та незалежність України.
Вічна пам”ять!Posted by Посольство України в Грузії / უკრაინის საელჩო საქართველოში on ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2023
ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 47 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.