LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა

60
4

უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა. დახმარება ბავშვთა კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შედგება.

“ჩვენ ყველანაირად მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ეს არის პარლამენტის წევრების სოლიდარობის გამოხატვა მათ მიმართ” – განაცხადა დეპუტატმა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით ეს დახმარება პარლამენტარების პირადი დანაზოგით შეგროვილი თანხით იქნა შეძენილი.

როგორც უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, პარლამენტი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები