LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში “კადიროველების” დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აკრძალეს

207
Untitled design

უკრაინაში მიმდინარე ომში, “კადიროველთა” რაზმიდან დიდი დანაკარგების გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აიკრძალა. 

მართალია, მასშტაბური ქორწილების აღნიშვნა ოფიციალურად არ აუკრძალავთ, თუმცა როგორც Кавказ.Реалии-სთან საუბარში ორი წყარო აღნიშნავს, საკითხზე ოფიციალური ინსტრუქციები არ არსებობს, გადაწყვეტილებებს კი იღებენ იქიდან გამომდინარე, რომ “ფადიშაჰი” ასე ფიქრობს (იგულისხმება ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი).

მედიასთან საუბარში წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინაში დაღუპული რამდენიმე “კადიროველი” დაკრძალეს.

Кавказ.Реалии წერს, რომ მედიასაშუალებამ სცადა, გადაემოწმებინა  ინფორმაცია ხალხმრავალი საქორწილო ღონისძიებების არაოფიციალური აკრძალვის შესახებ საბანკეტო დარბაზებში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გროზნოში, იმ ხუთი დარბაზიდან, სადაც კორესპონდენტმა დარეკა, ოთხმა არ უპასუხა, ერთი კი მზად არის მიიღოს 50-მდე სტუმარი, რაც ადგილობრივი სტანდარტებით ძალიან მცირე რიცხვია.

ჩეჩნეთის ხელისუფლება აკრძალვის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები