უკრაინაში, ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ივანო ფრანკოვსკის რეგიონში, კოსოვოს ცენტრალურ რეგიონალურ საავადმყოფოში მოხდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.