რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს.
ომში დაღუპულ მებრძოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
არჩილ დევრისაშვილს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, 5 აგვისტოს კი კოჯრის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცნობისათვის, არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. მებრძოლი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო, უკრაინაში კი დანაყოფ „შავ არწივში“ირიცხებოდა.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს 49 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.