უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ხოფერიას თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები და რიგითი მოქალაქეები.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელიც 25 წლის იყო, საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და 1-ელ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც ასევე 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.