LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაძაბულობამ, ევროპაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები გაზარდა

80
106851122-1615276552657-gettyimages-1230851794-RUSSIA-NORD-STREAM

უკრაინის საზღვართან რუსი სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები 10%-ზე მეტით გაიზარდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულობა რისკს წარმოადგენს ევროპის ენერგეტიკული კრიზისის გაუარესებისთვის.

„გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე პოტენციური დარტყმა, კონტინენტზე ენერგიის გათიშვებს გამოიწვევს. რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მთავარი წყაროა, მისი ექსპორტის დაახლოებით მესამედი კი უკრაინის მილსადენებით გადის. პარალელურად, ევროპის საცავები უკვე იწურება. კონტინენტზე ენერგიის ფასები წელიწადის ამ დროისთვის ნორმალურ დონეს ხუთჯერ აღემატება“, – წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემის ცნობითვე, ევროპული გაზის საორიენტაციო ფასი 14%-მდე გაიზარდა და მეგავატ-საათზე 88 ევრო შეადგინა. ამასთან, ევროპა უკვე ებრძვის ენერგეტიკულ კრიზისს. რუსეთი ზაფხულიდან აფერხებს გაზის ნაკადს, რაც კომუნალურ კომპანიებს აიძულებს  ნახშირს დაეყრდნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები