უკრაინის ქალაქ ლუცკში მამაკაცმა, რომელსაც ავტობუსი ჰყავს გატაცებული, პირველი მძევლები გაათავისუფლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
ესენი არიან ხანდაზმული ქალი, მოზარდი და ახალგაზრდა ორსული გოგონა.
მანამდე ტერორისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტობუსში ტყვეები ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ შორის არიან დაჭრილებიც.
მამაკაცი აცხადებს რომ მძევლებს იმ შემთხვევაში გაანთავისუფლებს,თუ მისი მოთხოვნა შესულდება,კერძოდ ის ითხოვს მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან.
კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.
ცნობისთვის, გამტაცებელი 2-ჯერ ნასამართლევი და ყოფილი პოლიციელი მაქსიმ კრივოშია, რომელიც საკუთარ თავს მაქსიმ პლახოიდათ მოიხსენიებს.
ავტობუსში მას 10 მძევალი ჰყავდა აყვანილი, პარალელურად ისვრის პოლიციის მიმართულებით და ნაღმებს აფეთქებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.